იუვენტუსი
Aa
Aa

200-მილიონიანი ზარალი - იუვე მძიმე მდგომარეობაშია

ტურინის „იუვენტუსი“ საკმაოდ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია, რაზეც კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც კარგად მეტყველებს. გასული სეზონის შემოსავლების შეჯამების შედეგად დადგინდა, რომ „ბებერი სინიორას“ ზარალმა 199,2 მილიონი ევრო შეადგინა, რაც მართლაც რომ სერიოზული დანაკარგია. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2022-2023 წლების სეზონისგან განსხვავებით, პიემონტელების ფინანსური დანაკარგი 75,5 მილიონით გაიზარდა, ეს კი როგორც აღნიშნავენ, კლუბის ევროტურნირებს მიღმა დარჩენამ განაპირობა.

მთლიანობაში „ვეკია სინიორას“ შემოსავალმა 2024 წელს 394,6 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელთან შედარებით 113 მილიონით ნაკლებია. ფინანსური ექსპერტები თვლიან, რომ წელს ტურინელების ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს, რასაც გუნდის ხუთ ტურნირზე, მათ შორის ახალი ფორმატისა და მატჩების გაზრდილი რაოდენობის მქონე ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში ასპარეზობა უზრუნველყოფს.

ხუთი ტურის შემდეგ ცხრა ქულით „იუვენტუსი“ იტალიის სერია A-ში ჯერჯერობით დაუმარცხებელია და მეოთხე ადგილი უკავია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კი ტიაგო მოტას მომზადებულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „პსვ ეინდჰოვენს“ 3:1 აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა
კვარა სერია ა-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორისაა