საბა საზონოვი
Aa
Aa

„ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი“ | ჩინკვინიმ საზონოვზე ისაუბრა

ორესტე ჩინკვინი „ზენიტის“ ყოფილი სპორტული დირექტორია და რუსეთის ნაკრების ექს-თავკაცის, ფაბიო კაპელოს ასისტენტიც გახლდათ. ჩინკვინიმ ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საბა საზონოვზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საბა იტალიის ჩემპიონატისთვის მზად ჯერ არაა.

„საზონოვი იტალიის ჩემპიონატისთვის მზად ჯერ არაა. ტორინოში არ ათამაშებდნენ და სათამაშო დრო არც ემპოლიში მიეცა. ამ მომენტისთვის, ეს გუნდები საერთოდ სხვა დონეზე იმყოფებიან და ტორინო საერთოდ სატურნირო ცხრილის ლიდერია.

ემპოლი პატარა კლუბია და საზონოვმა, ტრავმამდე სათამაშო დრო ვერც იქ მიიღო. ტოსკანაში ვცხოვრობ და ემპოლის პრეზიდენტს ძალიან კარგად ვიცნობ. სწორედ ამიტომ, ვიტყვი ასე: საბას ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი“.

შეგახსენებთ, რომ საზონოვმა ტრავმა დაახლოებით 1 კვირის წინ, „ემპოლის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ქართველ მცველს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. სავარაუდოდ, იგი 6-8 თვეში დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი კედელი“ | Sport-ის სტატია მამარდაშვილზე
„ქართველი კედელი“ | Sport-ის სტატია მამარდაშვილზე