ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარა მარჯვენა ფლანგზე | იტალიაში კონტესგან ტაქტიკურ ცვლილებებს ელოდებიან

„ნაპოლის“ ოფიციალური რადიოს, Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა, ვალტერ დე მაჯომ იტალიის თასზე, „პალერმოსთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. დე მაჯომ საინტერესო განცხადება გააკეთა და ვარაუდობს, რომ ანტონიო კონტე 4-2-3-1 ტაქტიკაში ცვლილებებს მიმართავს.

„გუშინ, რასპადორიმ ძალიან კარგად ითამაშა და იყო რგოლი, რომელიც ნახევარდაცვასა და თავდასხმას აკავშირებდა. დარწმუნებული ვარ, რომ კონტეს 4-2-3-1 ტაქტიკაში რაღაც ახალს ვიხილავთ და დავიდ ნერეში მარცხენა ფლანგზე იმოქმედებს, კვარაცხელია - მარჯვნივ.

იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება. ნაპოლის სენსაციური შემადგენლობა ჰყავს და ერთადერთი, რაც ეჭვებს აჩენს, დაცვის ხაზია. პრობლემა ისაა, რომ დაცვაში რაჰმანისა და ბუონჯორნოს ალტერნატივა, მხოლოდ რაფა მარინია“.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს გამართავს და თბილისის დროით, 22:45-ზე, „მონცას“ დაუპირისპირდება. სერია A-ს 5 ტურის შემდეგ, კონტეს ბიჭებს 10 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მზადაა ყველას ეჩხუბოს ჩემ გარდა“ | უმარი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა
„მზადაა ყველას ეჩხუბოს ჩემ გარდა“ | უმარი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა