მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ოპერაციას ვიკეთებ“ | შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს უპასუხა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილს უპასუხა. „მანქანამ“ „შუგას“ რემატჩის გამართვა შესთავაზა, მაგრამ ომალი მასთან ჩხუბს არ აპირებს და აცხადებს, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა იყოს.

„3 ოქტომბერს ოპერაცია უნდა ჩამიტარდეს. ერთი თეძოთი გეჩხუბე და მაინც დაგამარცხე. პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები ჩემი იყო. ჩემპიონი მე ვარ, შენ კი უმნარს ეჩხუბე“.

ცნობისთვის, მერაბის განცხადებას უმარ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა. რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „მზადაა ყველას ეჩხუბოს უმარ ნურმაგომედოვის გარდა“.

სხვათა შორის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდებოდა. ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა