გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ქართველი კედელი“ | Sport-ის სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტულმა კატალონიურმა გამოცემამ, Sport-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა და ქართველი მეკარის ისტორიულ შედეგს გამოეხმაურა. „ოსასუნასთან“ გამართულ შეხვედრაში, „მამარდამ“ „ვალენსიას“ მაისური, ლა ლიგის ეგიდით, მეასედ მოიგო და Sport-მა მას ქართველი კედელი უწოდა.

„23 წლის ასაკში, გიორგი მამარდაშვილმა, ვალენსიას მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა და ოსასუნას წინააღმდეგ იასპარეზა. ქართველი ფეხბურთელი ღამურებს აბსოლუტურად უცნობი მეკარის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ მალევე, თავი ევროპის ელიტარულ გოლკიპერებს შორის დაიმკვიდრა.

თბილისში დაბადებული მამარდაშვილი ზაფხულში ლივერპულმა შეიძინა და ვალენსიაში ბოლო სეზონს ატარებს, თუმცა, საოცარი თამაშით შთაბეჭდილების მოხდენას განაგრძობს. იგი 121-ე ფეხბურთელია, რომელმაც ვალენსიას მაისურით, ლა ლიგის ეგიდით, მინიმუმ 100 შეხვედრა ჩაატარა“, - წერს Sport-ი.

ცნობისთვის, 100 შეხვედრაში ქართველმა მეკარემ 116 გოლი გაუშვა, 29-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიამ“ამ 100 მატჩიდან 30 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, 42 კი დათმო. გიორგი Transfermarkt-ზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებული მეკარეა და მისი ფასი 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა