„მზადაა ყველას ეჩხუბოს ჩემ გარდა“ | უმარი მერაბის განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის რუსი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „მანქანამ“ შონ ომალის რემატჩი შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ „შუგას“ ნოემბერში ეჩხუბოს.
ნურმაგომედოვმა დვალიშვილს სოციალურ ქსელში უპასუხა და X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „მზადაა ყველას ეჩხუბოს უმარ ნურმაგომედოვის გარდა“.
????????????????????
— Umar Nurmagomedov (@UNmgdv) September 27, 2024
He ready to fight with anyone except Umar Nurmagomedov https://t.co/yCXC9xwGQ0
ცნობისთვის, უმარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია. უმარის თქმით, დროა გულშემატკივრებმა „თეთრი ფაფახისა“ და „შავი ფაფახის“ დაპირისპირება იხილონ.
სხვათა შორის, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ შონ ომალისა და დვალიშვილის ორთაბრძოლის გამარჯვებული სწორედ უმარს შეხვდებოდა. ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.