6 ცვლილება და ერთი დებიუტანტი იბერიანსთან - შავი ლომის შემადგენლობა
28 სექტემბერს „შავი ლომი“ ახალი სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს. 2024 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის განმეორებით მატჩში ის ესპანურ „იბერიანსს“ „ავჭალაზე“, 18:30 საათზე დაუხვდება.
განვლილ ორ თამაშში რიჩარდ კოკერილის შეგირდებმა „იბერიანსი“ და პორტუგალიური „ლუზიტანუში“ რეკორდული სხვაობებით დაამარცხეს – შესაბამისად, 54:3 და 38:14. შედეგად, ისინი სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით (10) ლიდერობენ და სუპერ თასის მიჯრით მე-4-ედ მოპოვების უმთავრესი კანდიდატები არიან.
გასულ შაბათს „ლუზიტანუშთან“ გამარჯვების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 6 ცვლილებაა. ხაზში თამაშს იწყებენ ცენტრი იოანე მეტრეველი, ფრთა შალვა აფციაური და ჰავბეკი დავით ხუროშვილი. შერკინებაში ძირითადში დაწინაურდნენ ბურჯი დათო აბდუშელიშვილი, მეორეხაზელი გუგა ღანიაშვილი და მესამეხაზელი გიორგი სინაურიძე.
მეტრეველი, ხუროშვილი და ღანიაშვილი „შავი ლომის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად არიან.
მარქაფაში გამოჩნდა და ამ სეზონში პირველ შეხვედრას ჩაატარებს კვაჭი თენგიზ ზამთარაძე. თადარიგშია და „შავ ლომში“ დებიუტი ექნება ნოდარ დოლიძეს, რომელიც გუნდს წელს შეუერთდა.
შეგახსენებთ, „შავ ლომს“ „იბერიანსის“ წინააღმდეგ აქამდე 5-ჯერ უთამაშია და ყველა შეხვედრა ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
რაგბი ევროპის სუპერ თასი 2024
A ჯგუფი. IV ტური
28 სექტემბერი. შაბათი. 18:30
თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. დავით ხუროშვილი;
შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. გუგა ღანიაშვილი, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. ნოდარ დოლიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.
წყარო: rugby.ge