ანდრეა კარნევალე
Aa
Aa

„მამაჩემმა დედაჩემი ნაჯახით მოკლა“ | ანდრეა კარნევალეს ტრაგედია

ანდრეა კარნევალე 63 წლის ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც დიეგო მარადონას „ნაპოლიში“, „უდინეზესა“ და „რომაში“ ითამაშია. კარნევალემ, La Stampa-სთან მიცემულ ინტერვიუში, ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა და იტალიურ გამოცემას საკუთარი მძიმე წარსული გაუზიარა.

„მამაჩემი გერმანიაში იყო სამუშაოდ წასული და როცა დაბრუნდა, უცნაურად იქცეოდა და პრობლემები ჰქონდა. შემდეგ, ჩვენ თვალწინ, როცა ვსადილობდით, დედაჩვენს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციას რამდენჯერმე მივმართე, მაგრამ მითხრეს, რომ სისხლის დანახვის გარეშე ვერაფერს მოიმოქმედებდნენ.

დედაჩემი წლების განმავლობაში იტანდა ფიზიკურ ძალადობას და არაფერი იცვლებოდა. იყო თუ არა რთული პოლიციაში მისვლა? რა თქმა უნდა, რადგან პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და გვრცხვენოდა. თანაც არ გვინდოდა, მამაჩვენს ყველაფერი გაეგო. დედაჩემი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ მამაჩემს ეგონა, რომ ღალატობდა და ნებისმიერ დღეს შეიძლებოდა სიგიჟე მომხდარიყო. და მაინც, სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ სანამ დედაჩემის სხეულზე სისხლს არ დაინახავდნენ, ვერაფერს გააკეთებდნენ.

ერთ დილით, როცა 14 წლის ვიყავი, მამაჩემი ადგა, ნაჯახი აიღო და დედაჩემის მოსაკლავად წავიდა, რომელიც მდინარესთან მდებარე სახლში ტანსაცმელს რეცხავდა. ჩემი ერთ-ერთი და იქვე იყო, მე კი ფეხბურთს ვთამაშობდი. დედაჩემის თავის ტვინის ნაწილები მდინარეში შევაგროვე და პოლიციელებს მივუტანე. ვუთხარი, ხედავთ რა მოხდა და ახლა ხომ ხედავთ სისხლს-მეთქი?“.

ბოლოს უნდა ვთქვათ, რომ კარნევალეს მამას დიდხანს არ უცოცხლია და რვა წლის შემდეგ, მან თავი მოიკლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა
„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა