გუარდიოლამ დაადასტურა - როდრი დარჩენილ სეზონს გამოტოვებს
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ როდრი მთელ სეზონს გამოტოვებს. პეპ გუარდიოლას თქმით, ესპანელ ნახევარმცველს დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდა.
„სამწუხაროდ, ჩვენ ცუდი ამბავი მივიღეთ, მაგრამ მსგავსი რაღაცები ხდება. ჩვენ მის გვერდით ვიქნებით, რათა მხარი დავუჭიროთ გამოჯანმრთელებაში.
ჩვენ მსგავსი მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ ყველა დანარჩენი შეეცდება შეცვალოს ის, რაც მან მოსვლის დღიდან მოგვიტანა. მოგვიწევს ვიპოვოთ საშუალება, ჩავატაროთ ბევრი მატჩი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე“, - თქვა გუარდიოლამ.
28 წლის როდრიმ ტრავმა 22 სექტემბერს, „არსენალთან“ მატჩის დროს მიიღო - მას ჯვარედინი მყესები გაუწყდა.
ამასთან, ცნობილია, რომ კვირას, „ნიუკასლთან“ მატჩს ტრავმის გამო, „სიტის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი გამოტოვებს.