გიორგი შერმადინი
Aa
Aa

მე-5 ყველაზე მაღლებს შორის - შერმადინი ისევ ლიდერად მოიაზრება

ხვალ სტარტს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი აიღებს და ბუნებრივია, ერთ-ერთი კლუბი, რომლის თამაშსაც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი თვალყურს ყურადღებით მიადევნებს, „ლაგუნა ტენერიფე“ იქნება, რადგან ამ გუნდის ლიდერი გიორგი შერმადინია. ასეთივე აზრზეა, Basketmaniatenerife.es-ის ვებ-გვერდი, რომელმაც ლიგა ენდესას დაწყების წინ ყველა კლუბის შანსებზე ისაუბრა და კანარის კუნძულების გუნდის ხსენებაზე შერმადინი გამოარჩია.

რას წერენ შერმადინზე

2.17 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე 35 წლის ქართველი კალათბურთელი ლიგა ენდესაში ყველაზე მაღალ მოთამაშეებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ იუსუფა ფოლი (2.21), ედი ტავარესი (2.20), არტიომ პუსტოვოი (2.19) და ფელიპე დოს ანიოსი (2.18) უსწრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კანარის კუნძულების გუნდმა ახალი კალათბურთელების დამატებით სერიოზული შევსება მიიღო, ძლიერი ოპონენტების წინააღმდეგ გუნდს კვლავაც უერტასი-შერმადინის გამოცდილი დუეტის იმედი უნდა ჰქონდეს, რომლებიც წლებია „ლაგუნა ტენერიფეს“ წარმატებას განაპირობებენ.

ლიგა ენდესას გასული სეზონი ქართველი კალათბურთელისთვის სამწუხაროდ პლეი ოფის დაწყებამდე დასრულდა, რადგან „ბრეოგანთან“ 32-ე ტურის მატჩში ნეკნის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებშიც ვერ დაეხმარა. საერთო ჯამში კი წინა სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 51 შეხვედრაში ნათამაშებ 1139 წუთში  გიორგი შერმადინმა თავი 617 ქულით, 248 მოხსნითა და 82 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შენი გუნდი“ - შერმადინი ტენერიფეში კიდევ 1 წლით
“შენი გუნდი“ - შერმადინი ტენერიფეში კიდევ 1 წლით