ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„მაქსი ასეთი სულელი არაა“ | ვოლკანოვსკიმ ჰოლოუეი VS თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „ვოლკის“ აზრით, თოფურიას გამარჯვების მხოლოდ ერთი შანსი აქვს და იმ შემთხვევაში მოიგებს თუ ჰოლოუეი შეცდომას დაუშვებს.

ჟურნალისტის შეკითხვა: „თოფურია ამბობს, რომ მზადაა ჰოლოუეის პირველივე წამს მიუთითოს ოქტაგონის ცენტრისკენ, როგორც ეს მაქსმა ჯასტინ გეიჯისთან გააკეთა და სჯერა, რომ დაანოკაუტებს. ამაზე რას ფიქრობ?

„ილია ხელებით ბრწყინვალედ მუშაობს და ისურვებდა, რომ კრივის დისტანციაზე იჩხუბონ, რადგან ამ შემთხვევაში, შანსი ექნება, მეტოქეს ძლიერი დარტყმა მიაყენოს და გაიმარჯვოს. არ მგონია, ჰოლოუეი ასეთი სულელი იყოს. მაქსი ხვდება, რომ ამ გზით, თოფურიას მისი დამარცხება შეუძლია, თავად კი აქვს შესაძლებლობა, გამარჯვებას რამდენიმე გზით მიაღწიოს. თუმცა, მაქსი მაქსია და შესაძლოა, მოგებასთან ახლოს იყოს, მაგრამ ილიას ოქტაგონის ცენტრისკენ მაინც მიუთითოს.

ჩემი აზრით, ოქტაგონის ცენტრისკენ მითითება და ილიასნაირ მებრძოლთან დარტყმების გაცვლა ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იქნება. ყოველთვის მეგონა, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში თუ დავმარცხდებოდი, ეს მოხდებოდა მებრძოლთან, რომელსაც ერთი დარტყმით მეტოქის დანოკაუტება შეუძლია. ილია სწორედ ასეთია და შეცდომაზე თუ დაგიჭირა, გამარჯვების შანსი აქვს. მაქსმა ეს ძალიან კარგად იცის“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ. თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი ომალის რემატჩს სთავაზობს - რას წერს „მანქანა“
დვალიშვილი ომალის რემატჩს სთავაზობს - რას წერს „მანქანა“