გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ“ - ჩაკვე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „კრაზანებს“ საკუთარი მომავალი 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.

25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს კომენტარი მისცა.

რა თქვა ჩაკვემ:

„აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ყველაფერი მაქვს. მე მენდობიან და ამიტომაც ახალი ხელშეკრულება გავაფორმეთ“.

„აქ ყველა მომწონს: ხალხი, პერსონალი. მე მომწონს მოთამაშეებთან მუშაობა. პროგრესი აქ მოსვლიდან ორი-სამი თვის შემდეგ მქონდა და სულ უფრო და უფრო მეტს ვთამაშობდი“.

„ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავის მოტივირებას. ამიტომაც, როდესაც კარგად ვთამაშობ, მომდევნო ჯერზე უფრო მეტი მინდა”.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე ჩინებულად გამოიყურება. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა შემტევმა ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც“ ითამაშა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა თამაშის გამწვავება შეძლო. „უოტფორდის“ 5 შექმნილი შანსიდან 4 ჩაკვეტაძის ანგარიშზე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მაგალითი ახალგაზრდებისთვის“ | ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო
„ფანტასტიკური მაგალითი ახალგაზრდებისთვის“ | ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო