დვალიშვილი ომალის რემატჩს სთავაზობს - რას წერს „მანქანა“
მერაბ დვალიშვილი შონ ომალის რემატჩს სთავაზობს. „მანქანამ“ ამის შესახებ X-ზე დაწერა და თარიღიც კი დაასახელა.
„გავიგე, ომალი ფიქრობს, რომ მოიგო და რემატჩი სურს. თუ მას ეს სურს, შეუძლია მიიღოს. მოდი ეს გავაკეთოთ 16 ნოემბერს, გარდენში და შემდეგ ტიტულს დავიცავ ნებისმიერთან, ვისთანაც UFC მოისურვებს. რას ფიქრობთ?“, - წერს მერაბი.
I hear O’Malley thinks he won the fight and is looking for a rematch. If he wants it he can have it. Let’s do it November 16th at the Garden and then I’ll still defend the title against whoever the UFC wants me to fight next. What do you think? @SugaSeanMMA
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) September 27, 2024
რამდენიმე დღის წინ შონ ომალიმ საკუთარ პოდკასტში მერაბ დვალიშვილთან გამართულ ჩხუბზე ისაუბრა. „შუგა“ პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი აზრით, „მანქანამ“ პირველი, მესამე და მეხუთე რაუნდები წააგო და გამარჯვება მას არ უნდა დარჩენოდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.
მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა. დვალიშვილი სიაში მე-7 ადგილზეა.