„90 %-ით აშშ-ში იქნება“ - ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლაზე
ილია თოფურიას უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლი აგვისტოს დასაწყისში გახდა, თუმცა მისი დებიუტის თარიღი და მოწინააღმდეგის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
მან თავის სადებიუტო ბრძოლაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. ჩვენ ვეცადეთ მონაწილეობა მიგვეღო პარიზის ღონისძიებაში, რომელიც ამ შაბათ-კვირას უნდა გაიმართოს. მე და ჩემს ძმას საერთო ივენთზე უნდა გვებრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ეს არ მოხდა.
იმედი მაქვს ჩემი დებიუტი წლის ბოლომდე შედგება და შემიძლია ვთქვა, რომ 90%-ით ეს აშშ-ში მოხდება“, - თქვა თოფურიამ.
ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.