თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ძმებივით ვართ“ - კლაიბერნი შენგელიასთან ურთიერთობაზე

წელს ევროლიგაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი „ვირტუს ბოლონიაში“ უილ კლაიბერნის გადასვლა იყო.

ამერიკელმა კალათბურთელმა Eurohoops-თან ინტერვიუში ახალ კლუბზე და თორნიკე შენგელიასთან მეგობრულ ურთიერთობაზე ილაპარაკა.

„არ მგონია, ბევრმა იცოდეს, მე და თოკოს როგორი ურთიერთობა გვაქვს - ჩვენ ძმებივით ვართ. ერთმანეთის კარგად ვიცნობთ და ერთმანეთს ვკითხულობთ. მე მას რამდენიმე მოძრაობაც კი „მოვიპარე“. უკვე რამდენი წელია ვუყურებ ფარქვეშ რა შეუძლია“, - თქვა კლაიბერნმა.

ცნობისათვის, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება თვის ბოლოს დაიწყება და შენგელიას და მისი თანაგუნდელების პირველი მეტოქე 29 სექტემბერს „ტრაპანი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვირტუსი სუპერთასის ფინალში დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო
ვირტუსი სუპერთასის ფინალში დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო