UFC
Aa
Aa

UFC ყოფილ მებრძოლებს $375 მილიონს გადაუხდის

TKO Group-მა, რომლის შვილობილი კომპანია UFC-ია, ანტიმონოპოლიურ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას მიღწია.

კერძოდ, TKO Group-ს ყოფილი მებრძოლებისთვის 375 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მიზეზი ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაა.

კომპანიის წინააღმდეგ 2 სარჩელი იყო შეტანილი: მებრძოლების გუნდის, ამერიკელი კუნგ ლეს ხელმძღვანელობით და ასევე კანადელი კაიან ჯონსონის მიერ.

სასამართლო განხილვა 2014 წელს დაიწყო და UFC ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. კერძოდ, საუბარია მებრძოლებისთვის გამიზნულად ნაკლებ ანაზღაურებასა და სხვა პრომოუშენებისთვის ზიანის მიყენებაზე.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, UFC უსამართლოდ მოიპოვა უპირატესობა MMA ინდუსტრიაში, კონკურენციას ახშობს და მონოპოლიის შენარჩუნებისთვის, სქემა შეიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმა | ილიას ნოკაუტი UFC-ის რჩეულებში
ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმა | ილიას ნოკაუტი UFC-ის რჩეულებში