გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ძლიერი ვერ იქნები, თუ მენტალურად არ მოემზადები - ქოჩორა ესპანურ მედიას ესაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლევანტეს’’ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანურ მედიას ესაუბრა. Levante-emw ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუს აქვეყნებს. ქოჩორაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თუ მოთამაშე მენტალურად არ მოემზადება, წარმატებას ვერ მიაღწევს, მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშისას, რომლებიც უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ.

ქოჩორაშვილი: „ბედნიერებაა ასეთ ტურნირზე თამაში. სინამდვილეში, ბავშვობაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე  არც კი მიოცნებია, რადგან ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ შენი ქვეყანა იქ იქნებოდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ძალიან ადვილია, მინდორზე გადიხარ და თამაშობ. ყველა შენი ეჭვი უკან უნდა დატოვო, რადგან მოედანზე გასვლა და იქ თამაში ადვილი არაა. ესპანეთის მეორე ლიგის ფეხბურთელი მოედანზე გადიხარ, შენი მეტოქეები ლა ლიგაში, სერია A-სა და ბუნდესლიგაში თამაშობენ. მენტალურად ბევრი ვიმუშავე და ახლა თავდაჯერებას ვგრძნობ ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივარ. თუ ფიზიკურად ძალიან კარგად მოემზადე, მაგრამ მენტალურად არ ხარ მომზადებული, ძლიერი ვერ იქნები. უნდა იგრძნო, რომ მიზნების მიღწევა შეგიძლია, ევროპის ჩემპიონატზე თამაშმა მეტი თავდაჯერება შემძინა''.

Elgoldigital-ის ცნობით, გასულ კვირაში „მალიორკას“ დირექტორთა საბჭოს წევრების სხდომა შედგა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი იაგობა არასატეც დაესწრო და აქციონერებისგან კატეგორიულად მოითხოვა ქოჩორაშვილის ტრანსფერის განხორციელებისთვის ფინანსების გამოყოფა. „ლევანტე“ ნახევარდაცვის ერთ-ერთ ლიდერს 5 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდის საშუალებაც ბალეარელებს არ აქვთ და ახლა გამოსავლის ძიებაში არიან. არასატე თვლის, რომ „ქოჩორას“ დამატების შემთხვევაში, პორტუგალიელი სამუ კოშტა დაცვითი ფუნქციების შესრულებისგან შედარებით გათავისუფლდება, ომარ მასკარელს კი შუა ხაზში სოლიდური პარტნიორი გამოუჩნდება. „მალიორკას“ მთავარი მწვრთნელი ქართველს ახასიათებს უნივერსალ მოთამაშედ, რომელსაც როგორც მოწინააღმდეგე გუნდის იერიშების ჩაშლა, ასევე საკუთარი კლუბის შეტევების ორგანიზება კარგად ეხერხება.

მსგავსი სიახლეები