ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ნაპოლის თამაში იცვლება“ | კონტე

იტალიის თასის 1/16-ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „პალერმოს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ თამაში შეაფასა.

რა თქვა კონტემ:

„აზრი არა აქვს იმის უარყოფას, რომ „ნაპოლის“ თამაში იცვლება. ჩვენ კვირაში ერთხელ ვთამაშობთ და ეს რა თქმა უნდა, გვეხმარება, განსაკუთრებით მუშაობის პირველ წელს. ეს საშუალებას მაძლევს, სიღრმეში შევიდე, სხვადასხვა მოდელი ვცადო და ეს ფეხბურთელებამდე მივიტანო“.

„რაც მე მომწონს, ეს ძირითადი გუნდია, რომელიც გასული წლიდან დარჩა, რადგან ისინი კარგი ბიჭები არიან. ვინც მოვიდა, ისინიც კარგად ინტეგრირდნენ. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ. ჩვენ დავიმატეთ ახალი მოთამაშეები, რომლებმაც ახალი ენერგია მოიტანეს“.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს გამართავს და თბილისის დროით, 22:45-ზე, „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საჩქარო არაფერია“ | ნაპოლის სპორტული დირექტორი ხვიჩას კონტრაქტზე
„საჩქარო არაფერია“ | ნაპოლის სპორტული დირექტორი ხვიჩას კონტრაქტზე