ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

საგოლე გადაცემასთან ახლოს იყო | კვარას ნაპოლიმ პალერმო 5:0 გაანადგურა

იტალიის თასის 1/16-ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „პალერმოს“ დაუპირისპირდა. ანტონიო კონტეს ბიჭები მასპინძლის სტატუსით იყვნენ და მომდევნო ეტაპის საგზური დამაჯერებელ სტილში მოიპოვეს.

იტალიელმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობა შეცვალა და „კვარამ“ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ერთ-ერთი ლიდერის გარეშე „ნაპოლის“ მაინც დომინანტური სტარტი გამოუვიდა და მატჩის ბედი ფაქტობრივად პირველ ტაიმში გადაწყვიტა.

შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ჯაკომო რასპადორის გადაცემით სირილ ნგონგემ ისარგებლა. 5 წუთში, ნგონგემ დუბლი მიითვალა, პირველი ტაიმის 42-ე წუთზე კი, დავიდ ნერეშის გადაცემით ჟუან ჟეზუში გამოირჩა.

59-ე წუთზე, „პალერმო“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. 70-ე წუთზე, დავიდ ნერეშმა „პარტენოპეის“ უპირატესობა 4-ბურთიანი გახადა, 77-ე წუთზე კი სკოტ მაკტომინეიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0. კვარაცხელია მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. ხვიჩამ 3 საკვანძო პასი გააკეთა და საგოლე გადაცემასთან ახლოს იყო, მაგრამ მისი პასის შემდეგ, რომელუ ლუკაკუმ ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 29 სექტემბერს გამართავს და თბილისის დროით, 22:45-ზე, „მონცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმა | ილიას ნოკაუტი UFC-ის რჩეულებში
ფინიშები, რომლებმაც მაყურებლები დაადუმა | ილიას ნოკაუტი UFC-ის რჩეულებში