ხეტაფე, კრისტიან უჩე, ანხელ ტორესი
Aa
Aa

ხეტაფეს პრეზიდენტი: რასისტულ შეურაცხყოფას აყენებენ? უჩემ ესპანურიც კი არ იცის

„ხეტაფეს“ პრეზიდენტმა ანხელ ტორესმა, თავისი კლუბის ფეხბურთელი კრისტიან უჩე გააკრიტიკა და ამის მიზეზი, ნიგერიელი ფეხბურთელის მხრიდან რასიზმის ბრალდება იყო.

უჩემ განაცხადა, რომ ესპანეთში რასიზმის ბევრი შემთხვევაა. კლუბის პრეზიდენტს კი ამის გამო ნერვები მოეშალა, რის შემდეგაც მას საჯაროდ უპასუხა.

კრისტიან უჩე:

„ქომაგები ყვირიან - ბოზ****ილო ნიგერო! მსაჯები კი ძალიან ცუდად იქცევიან. მე გამუდმებით ფეხებში მირტყამენ და ისინი მეუბნებიან, რომ ავდგე, თამაში გავაგრძელო“.

„მეს ესპანური არ ესმის. როგორ შეუძლია ასეთი რამის თქმა? ვფიქრობ, ასეთ საკითხებში უფრო კორექტულები და პატივისცემით უნდა ვიყოთ.

როგორც კი ფეხბურთელი ერთი-ორი წელი ესპანეთში თამაშობს, შემდეგ მას ესპანური კარგად ესმის, მაგრამ ახლა... იმედია შესაბამისი კომიტეტები ამას მიხვდებიან და ეს მხოლოდ გაფრთხილება იქნება.

ამიერიდან უჩეს მეტად საუბარი აღარ მოუწევს“,

- განაცხადა ანხელ ტორესმა El Partidazo de COPE-თან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ ვინისიუსისთვის რასისტული შეურაცხყოფის მიყენების გამო „მალიორკას“ ქომაგი 1-წლიანი პატიმრობით დაისაჯა. ასევე მას 3 წლით სტადიონებზე შესვლა აეკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ექიმებმა მეტოქის ფეხბურთელებზე მეტი ირბინეს“ | გველესიანმა „ესტეგლალი“ გააკრიტიკა
„ექიმებმა მეტოქის ფეხბურთელებზე მეტი ირბინეს“ | გველესიანმა „ესტეგლალი“ გააკრიტიკა