ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი მანა
Aa
Aa

„საჩქარო არაფერია“ | ნაპოლის სპორტული დირექტორი ხვიჩას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მანა „კვარას“ ხელშეკრულების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მხარეები სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

„კვარაცხელისთან კონტრაქტის გახანგრძლივება? ვთქვი და ვიმეორებ, რომ საჩქარო არაფერია. ახალი კონტრაქტის გაფორმება სასწრაფო არ გახლავთ. მას ნაპოლისთან ხელშეკრულება კიდევ სამი წლით აკავშირებს და მასთან ამ თემაზე ვსაუბრობთ. ბოლო ვადა არ გვაქვს, სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და ვნახოთ, მომდევნო თვეების განმავლობაში რა მოხდება“.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ სურს, კვარაცხელიასთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს. ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი ხელფასის სახით, 8 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება „პარტენოპეის“ შეთავაზებას, კლუბი ქართველს ფიქსირებული ხელფასისა და ბონუსების სახით დაახლოებით 6 მილიონ ევროს სთავაზობს.

ქართველმა შემტევმა სერია A-ს ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყოს. პოპულარული სპორტული სააგენტოს, Whoscored-ის მიხედვით, მას 5 ტურის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ჩაკვეტაძემ უოტფორდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ჩაკვეტაძემ უოტფორდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა