ვინისიუს ჟუნიორი, მალიორკა
Aa
Aa

მალიორკას ქომაგს რასისტული შეურაცხყოფისთვის 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

„მალიორკას“ გულშემატკივარი რასისტული შეურაცხყოფებისთვის დაისაჯა. ამის შესახებ მადრიდის „რეალი“ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს.

ხსენებულმა ქომაგმა გასულ სეზონში ლა ლიგის მატჩში ვინისიუსს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენა.

„მადრიდის რეალის საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ პალმა დე მაიორკას მე-3 საგამოძიებო სასამართლომ დღეს დააბრუნა გამამტყუნებელი განაჩენი იმ კაცის მიმართ, რომელიც სონ მოისის სტადიონის ტრიბუნაზე თავისი ადგილიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენს ფეხბურთელს ვინისიუს ჟუნიორს. მალიორკასა და რეალის მატჩში 2023 წლის 5 თებერვალს.

ბრალდებული დამნაშავედ ცნო ორ დანაშაულში: მორალის წინააღმდეგ, რაც დამძიმდა რასისტული მოტივებით. ვინისიუს ჟუნიორის, ასევე სამუელ ჩუკვეზეს წინააღმდეგ, რომელსაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა სონ მოისის სტადიონზე ორი კვირის შემდეგ.

სასამართლომ ბრალდებულს თორმეტთვიანი პატიმრობა მიუსაჯა და ასევე აეკრძალა საფეხბურთო მატჩებზე დასწრება 3 წლის ვადით (იგულისხმება ესპანეთის ეგიდით გამართული ტურნირები).

პატიმრობის პირობითი ხასიათი განპირობებულია იმით, რომ ბრალდებულმა ბოდიში მოიხადა და სინანული გამოხატა ვინისიუს ჟუნიორისადმი მიწერილ წერილში და ასევე მონაწილეობს თანაბარი მოპყრობისა და ანტიდისკრიმინაციულ პროგრამაში.

ეს არის მესამე სისხლის სამართლის მსჯავრდებული, რომელიც დაფიქსირებულია მადრიდის რეალის ფეხბურთელების წინააღმდეგ რასისტული შეურაცხყოფისთვის",

- ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Estadio Deportivo სალიაზე - ბეტისმა აღმოაჩინა, ნიუკასლი კი მოტაცებას უპირებს
Estadio Deportivo სალიაზე - ბეტისმა აღმოაჩინა, ნიუკასლი კი მოტაცებას უპირებს