გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

„ფანტასტიკური მაგალითი ახალგაზრდებისთვის“ | ქლევერლიმ ჩაკვე შეაქო

გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და „კრაზანებს“ საკუთარი მომავალი 2029 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ ქლევერლიმ „ჩაკვეზე“ ისაუბრა და ქართველი ნახევარმცველი შეაქო.

„ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გიორგი ჩაკვეტაძე ფანტასტიკური მაგალითი იმისა თუ რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, როცა გინდა, რომ პროფესიონალი მოთამაშე გახდე. ჩაკვე ჩუმი, მაგრამ შეუპოვარი ბიჭია.

იგი მაგალითს საკუთარი პროფესიონალიზმით, პროგრესის მიღწევისადმი სიყვარულითა და გუნდისთვის წარმატების მოტანის სურვილით იძლევა. ვიმედოვნოთ, რომ ჩაკვეტაძე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ჩვენი მომავლისა და იმ წარმატების, რომლის მიღწევაც გვინდა“.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე ჩინებულად გამოიყურება. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა შემტევმა ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც“ ითამაშა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა თამაშის გამწვავება შეძლო. „უოტფორდის“ 5 შექმნილი შანსიდან 4 ჩაკვეტაძის ანგარიშზე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Estadio Deportivo სალიაზე - ბეტისმა აღმოაჩინა, ნიუკასლი კი მოტაცებას უპირებს
Estadio Deportivo სალიაზე - ბეტისმა აღმოაჩინა, ნიუკასლი კი მოტაცებას უპირებს