„თუ მოისურვებს მისთვის კარი ღიაა“ | თოფურიას კრივში ეპატიჟებიან
კრივის ერთ-ერთი მმართველი ორგანოს, WBC-ის პრეზიდენტმა, მაურისიო სულეიმანიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. სულეიმანის თქმით, „ელ მატადორს“ შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, კრივშიც სცადოს ბედი და მისთვის კარი ღიაა.
„კრივი MMA-სგან რადიკალურად განსხვავებული სპორტია, თუმცა, შეგვიძლია, ფრანსის ნგანუს მაგალითი მოვიყვანოთ. მან ტაისონ ფიურისთან იჩხუბა, რის შედეგადაც WBC-ის რეიტინგში შევიდა. ასე რომ, თუ თოფურიას კრივში სურს ბედის ცდა, მისთვის კარი ღიაა“.
ცნობისთვის, ილიას წარსულში რამდენჯერმე უთქვამს, რომ მისი სურვილი კანელო ალვარესთან ჩხუბია. მექსიკელი დღესდღეობით ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ ითვლება, თუმცა, „ელ მატადორს“ სჯერა, რომ მისი დამარცხება შეუძლია.
MMA-ის ექსპერტთა აზრით, თოფურიას UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო კრივი აქვს და წინააღმდეგობის გაწევა ნებისმიერისთვის შეუძლია. ოქტომბერში, „ელ მატადორს“ სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს და მაქს ჰოლოუეის შეხვდება.