გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

ოფიციალურად: ჩაკვეტაძემ უოტფორდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ათიანმა გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

ბრიტანული კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, „ჩაკვე“ ინგლისში 2029 წლამდე დარჩება.

ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ „უოტფორდი“ ჩაკვეტაძეს იაფად აღარ შეელევა და მის მსურველ კლუბებს ზაფხულში არც ისე დაბალ ფასს დაუსახელებენ.

მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძე ჩინებულად გამოიყურება. რამდენიმე დღის წინ, ქართველმა შემტევმა ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც“ ითამაშა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა თამაშის გამწვავება შეძლო. „უოტფორდის“ 5 შექმნილი შანსიდან 4 ჩაკვეტაძის ანგარიშზე იყო.

ტომ ქლევერლის გაწვრთნილი „უოტფორდი“ სატურნირო ცხრილში 6 ტურის შემდეგ, 10 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიდერებს 5-6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო VS ალბანეთი - სად და როგორ გაიყიდება ბილეთები
საქართველო VS ალბანეთი - სად და როგორ გაიყიდება ბილეთები