გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„ჩაკვეტაძემ სეზონი ძლიერად დაიწყო“ - მედია სანდერლენდთან მატჩის წინ

შაბათს, ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ მე-7 ტურში სანდერლენდს უმასპინძლებს. სატურნირო თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი მატჩია. გუნდებს შორის სხვაობა 5 ქულაა და ორივე მათგანი პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

Sunderlandecho-მ მატჩის წინ, მეტოქე გუნდის ლიდერებზე და ყველაზე სახიფათო მოთამაშეებზე ისაუბრა და გიორგი ჩაკვეტაძეც გამოყო.

„ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი ძლიერად დაიწყო. მან მილუოლთან საჯარიმო დარტყმით გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მის ანგარიშზე ასევე ორი საგოლე გადაცემაა.

25 წლის ჩაკვეტაძეს სანდერლენდის ქომაგი ყველაზე კარგად იცნობს. მან ზაფხულში ევრო 2024-ზე ითამაშა. ის გუნდის მთავარი ნაწილი იყო, რომელმაც ტურნირის პლეი-ოფში გასვლით შოკი გამოიწვია. მათ ყოფილ ჩემპიონს პორტუგალიას მოუგეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის წინააღმდეგ (4:1), ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

„ჩაკვემ“ ინგლისის EFL-ის თასის 1/16-ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც“ ითამაშა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა თამაშის გამწვავება შეძლო. „უოტფორდის“ 5 შექმნილი შანსიდან 4 ჩაკვეტაძის ანგარიშზე იყო.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ სატურნირო ცხრილში 6 ტურის შემდეგ, 10 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიდერებს 5-6 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავადაც იცის, რომ იუვესთან ჩრდილში იყო, ამიტომ...“ - იტალიური მედია კვარაზე
„თავადაც იცის, რომ იუვესთან ჩრდილში იყო, ამიტომ...“ - იტალიური მედია კვარაზე