კროოსი: „2014 წელს მანჩესტერ იუნაიტედში მივდიოდი, მაგრამ...“
მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა Marca-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 2014 წელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, „წითელ ეშმაკებში“ ვან გაალის დანიშვნის გამო საბოლოო მოლაპარაკება ვერ შედგა.
ტონი კროოსი:
„ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე, პრემიერ ლიგაში თამაში შემეძლო. 2014 წელს, სანამ „ბაიერნიდან“ „რეალში“ გადავიდოდი, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ წინასწარი კონტრაქტი შევათანხმე. მაგრამ „იუნაიტედმა“ გუნდიდან დევიდ მოიესი გაათავისუფლა და მის მაგივრად ლუი ვან გაალი დანიშნა. ტრანსფერის ინიციატორი მოიესი იყო, მაგრამ ვან გაალის დანიშვნის შემდეგ, ორივე მხარემ გარიგებაზე უარი თავაზიანად ვთქვით“.
ცნობისთვის, ლუი ვან გაალი „ბაიერნი“ ყოფნის პერიოდში ტონი კროოსსაც მცირე ხნით წვრთნიდა, თუმცა, ნიდერლანდელ სპეციალისტს და გერმანელ ფეხბურთელს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ და „წითელ ეშმაკებში“ ტრანსფერის ჩაშლის მიზეზიც ეს გახდა.
საბოლოოდ, კროოსი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის „რეალში“ გადავიდა და „სამეფო კლუბთან“ ერთად 23 ტიტული მოიგო, მათ შორის ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა და ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი.
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაასრულა.