ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველო VS ალბანეთი - სად და როგორ გაიყიდება ბილეთები

14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

 მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით ალბანეთი და ჩეხეთი იყოფენ, ხოლო ბოლო პოზიციაზე ნული ქულით უკრაინა გახლავთ.

შემდეგ ტურში, საქართველო უკრაინას ესტუმრება. დაპირისპირება 11 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით, 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოსთან მატჩის წინ - უკრაინას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოსთან მატჩის წინ - უკრაინას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა