დერიკ როუზმა კარიერა დაასრულა
NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP-მ- და ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, დერიკ როუზმა 16-წლიანი კარიერა დაასრულა.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამერიკელმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, კომენტარი კი ESPN-სთან გააკეთა.
„რადგან ვიცი, რომ ყველაფერი მივუძღვენი თამაშს, მე დარწმუნებული ვარ ჩემს გადაწყვეტილებაში. კალათბურთი ჩემთვის მხოლოდ დასაწყისი იყო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩემი ძალა ოჯახს მივცე - ისინი ამას იმსახურებენ“, - თქვა 35 წლის სპორტსმენმა.
View this post on Instagram
როუზმა კარიერა „ჩიკაგო ბულსში“ დაიწყო, სადაც ის 2008 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს. 22 წლის ასაკში კი MVP გახდა. ის სამჯერ მონაწილეობდა ყველა ვარსკვლავის მატჩში.
დერიკ როუზი კარიერის განმავლობაში ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიცაა: „ნიუ იორკ ნიქსი“, „კლივლენდ კავალიერსი“, „მინესოტა ტიმბერვულვზი“, „დეტროიტ პისტონსი“ და „მემფის გრიზლისი“.