ითამაშებს, თუ არა მიქაუტაძე ოლიმპიაკოსთან - ფრანგული მედია საჟის გეგმებზე წერს
დღეს, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპა ლიგის პირველ ტურში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრანგულმა მედიამ „ლიონის“ მწვრთნელის, პიერ საჟის გეგმებისა და სავარაუდო სასტარტო შემადგენლობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ცნობილი ფრანგული გაზეთი L’equipe წერს, რომ დღევანდელ მატჩში ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე იჯდება.
L’equipe:
დღევანდელ შეხვედრას „ლიონი“ მხოლოდ ერთი თავდამსხმელით, ალექსანდრე ლაკაზეტით დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძესა და გიფტ ორბანს სათადარიგოთა სკამზე მოუწევთ დარჩენას. პიერ საჟი გეგმავს, რომ მეტოქეს დარტყმა მარცხენა ფლანგზე მალიკ ფოფანათი და მარჯვენა ფლანგიდან ერნესტ ნუამათი მიაყენოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ შემადგენლობაში საგოლე მოქმედება ჯერჯერობით არ ჰქონია.
დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.