ემპოლი, საბა საზონოვი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

საზონოვს ოპერაცია გაუკეთდა - ემპოლის ოფიციალური განცხადება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ემპოლის“ ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტოსკანური კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაციის შედეგად საბას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგების აღუდგინეს, მას შემდეც რაც ქართველმა მცველმა რამდენიმე კვირის წინ ვარჯიშზე მძიმე დაზიანება მიიღო.

„ოპერაცია ბოლონიაში, „მადრე ფორტუნატა ტონიოლოს“ კლინიკაში, პროფესორმა სტეფანო ძაფანინიმ შეასრულა, პროცესს „ემპოლის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

„ემპოლის“ ინფორმაციით, საზონოვი რეაბილიტაციის პროცესს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

საბა საზონოვმა ტრავმა 1 კვირის წინ, „ემპოლის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო. ქართველ მცველს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და მოედანზე გასვლას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. შეგახსენებთ, რომ საზონოვის გარდა „ემპოლიში“ კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძეც ირიცხება.

აქვე გეტყვით, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ საკუთრებაა და „ემპოლიში“ ერთწლიანი იჯარის წესით იმყოფება.

5 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ სერია ა-ში ამ დრომდე მარცხის გარეშე ასპარეზობს. ქართველების გუნდს 2 მოგება და 3 ფრე აქვს, სატურნირო ცხრილში კი 9 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლი ტრავმირებული საზონოვის შემცვლელს ეძებს
ემპოლი ტრავმირებული საზონოვის შემცვლელს ეძებს