„ლივერპულმა მისი ტრანსფერით ოსტატური ნაბიჯი გადადგა“ - ბრიტანული სააგენტო მამარდაშვილზე
ცნობილი სპორტული გამოცემა Football365 საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერზე წერს და მერსისაიდული კლუბის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სააგენტო მიიჩნევს, რომ არნე სლოტმა ქართველი მეკარის შეძენით სწორი ნაბიჯი გადადგა.
რა წერია Football365-ის სტატიაში:
„უცნაურად ჟღერს იმის თქმა, რომ 23 წლის ასაკში მას უკვე აქვს „ლივერპულის“ დონის კვალიფიკაცია. ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდაა, 23 წლის, მაგრამ გარეგნულად 30 წლის მამაკაცს ჰგავს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მეკარეა და საუკეთესო პოტენციალი აქვს. მისი გაფორმებით, „ლივერპულმა“ ოსტატური ნაბიჯი გადადგა, „ვალენსია“ კი ძალიან ბედნიერია, რომ ის კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა“.
„ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიადან“ უკვე ოფიციალურად შეიძინა და მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მამარდაშვილი იჯარის წესით კვლავ ვალენსიურ კლუბში დარჩება, მომდევნო სეზონიდან კი „ლივერპულს“ შეუერთდება.