ტოტენჰემი, ენჯ პოსტეკოგლუ
Aa
Aa

„ფეხბურთელები დასვენებას ვეღარ ასწრებენ“ | პოსტეკოგლუ გადატვირთულ კალენდარზე

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ ევროპა ლიგაზე „ყარაბახთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარზე ისაუბრა.

„დეზების“ თავკაცმა განაცხადა, რომ ტენდენცია ძალიან სახიფათოა.

„ამ საკითხზე ადრეც მისაუბრია და ახლაც ვიტყვი: ვუახლოვდებით სახიფათო ზღვარს და ფეხბურთელებისგან წარმოუდგენელ რაღაცებს ვითხოვთ. ისინი სეზონებს შორის დასვენებას ვეღარ ასწრებენ.

სავარაუდოდ, საქმე იქამდე მივა, რომ საუკეთესო ფეხბურთელებს არ ვათამაშებთ, ხოლო უარეს შემთხვევაში ისინი სხვადასხვა მიზეზით ტრავმირებულები იქნებიან“.

„ყარაბახთან“ მატჩის შემდეგ ევროპა ლიგაზე ტოტენჰემი 3 ოქტომბერს უნგრეთში „ფერენცვაროშს“ ესტუმრება, 24 ოქტომბერს „ალკმაარს“ უმასპინძლებს, ხოლო 7 ნოემბერს სტამბულში „გალათასარაის“ დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ „დეზები“ 28 ნოემბერს შინ „რომას“ მიიღებენ, 12 დეკემბერს გლაზგოში „რეინჯერსს“ ესტუმრებიან, 23 იანვარს გერმანიაში „ჰოფენჰაიმს“ დაუპირისპირდებიან, 30 იანვარს კი ჯგუფურ ეტაპს „ელფსბორგთან“ საშინაო მატჩით დაასრულებენ.

მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „ბარსელონას“ მცველმა ჟულ კუნდემ, „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმა და „ტოტენჰემის“ კორეელმა შემტევმა, სონ ჰიონ მინმა გააკრიტიკეს. გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც.

მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს. „პაპა კარლომ“ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ
ანჩელოტი: ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ