ონილის პედიკიურის ისტორია
ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ონილი თავისი განუმეორებელი სათამაშო სტილისა და საოცარი სტაბილურობის გარდა, სხვა რამითაც გამოირჩეოდა. ის ყოველთვის იკეთებდა პედიკიურს, რის გამოც რამდენჯერმე დაცინვისა და კრიტიკის ობიექტი გახდა, თუმცა როგორც მაშინ გასცა საკადრისი პასუხი კრიტიკოსებს, ასევე იყო ამჯერად ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას და ფეხის ფრჩხილების დამუშავების რეალური მიზეზი გაამხილა.
რა თქვა ონილმა
ფეხების მოვლაში ყოველთვიურად 1000 დოლარზე მეტს ვხარჯავდა, რადგან მათ გამო ყოველთვის ვკომპლექსდებოდი. ვთვლიდი, რომ მახინჯი ფეხები მქონდა და ამის გამოსასწორებლად რაღაც უნდა მეღონა.
ერთხელ, როდესაც ტრავმირებული ვიყავი, დედაჩემმა ფრჩხილებთან ლაქი წამისვა და სათამაშოდ ისევ გამიშვა - იმ შეხვედრაში საუკეთესო ვიყავი და 40 ქულა დავაგროვე.
არ ვიცი ცრურწმენის ბრალი იყო, თუ რის გამო მოხდა - მას შემდეგ დანარჩენ თითებზეც გადავწყვიტე პედიკიურის გაკეთება, რადგან სულ ასე ვფიქრობდი, რომ მაგის გარეშე ყველა მატჩს ჩავაგდებდი.
ლეგენდარული შაკილ ონილი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, ხოლო ფინალური მატჩის MVP-ისთვის დაწესებული პრიზი 3-ჯერ მიიღო.