7 ფეხბურთელი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ, ისევ მოედანზე დაბრუნდა
მას შემდეგ, რაც „ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა სერიოზული ტრავმა მიიღო და 8 თვეს გამოტოვებს, ცნობილი გახდა, რომ მას ვოიცეხ შჩესნი შეცვლის.
„არსენალისა“ და იუვენტუსის“ ყოფილმა გოლკიპერმა კარიერა აგვისტოში დაასრულა და „ბებერი ქალბატონი“ კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვა.
მაშინ მედიაში იწერებოდა, რომ ის „ალ ნასრში“ გადასვლას აპირებს, მაგრამ ეს არ დადასტურდა. „მე ფეხბურთს ცხოვრების 18 წელი მივუძღვენი. დღეს, მართალია ჩემი სხეული მზად არის გამოცდისთვის, მაგრამ ჩემი გული იქ აღარ არის. ვგრძნობ, რომ ახლა ზუსტად ის დროა, რომ ყველა ყურადღება ოჯახს დავუთმო“, - თქვა 34 წლის პოლონელმა კარიერის დასრულების წინ.
შჩესნი პირველი არ არის, ვინც კარიერის დასრულების შემდეგ, კვლავ მოედანს დაუბრუნდა და თამაში განაგრძო.
პოლ სქოულზი
2012 წლის იანვარში, მანჩესტერ დერბიში მონაწილეობის მისაღებად, პოლ სქოულზი ისე დაბრუნდა, რომ ეს ამბავი მისმა თანაგუნდელებმაც კი არ იცოდნენ.
ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კარიერა წინა სეზონის ბოლოს დაასრულა, თუმცა სულ რაღაც 6 თვის შემდეგ, მან და სერ ალექს ფერგიუსონმა ყველა გააოგნეს, როდესაც სქოულზი „ეტიჰადის“ სტადიონის სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა. მან დარჩენილ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი კარიერა დაასრულა, ოღონდ ამჯერად ნამდვილად.
მარკ ოვერმარსი
ნიდერლანდერი ფეხბურთელი მუხლის ტრავმის გამო, იძულებული გახდა კარიერა 31 წლის ასაკში დაესრულებინა. „არსენლისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა ვინგერმა 4 წლის შემდეგ, იაპ სტამის გაცილების მატჩი მიიღო მონაწილეობა.
ოვერმარსმა ისე შთამბეჭდავად ითამაშა, რომ მან მთელი რიგი კლუბისგან მიღო შემოთავაზება, როგორც ნიდერლანდებიდან, ისე გერმანიიდან.
თავდაპირველად მან ყველა უარით გაისტუმრა, საბოლოოდ კი, 2008 წელს, კარიერა „გოუ ეჰედ იგლზში“ განაახლა.
მან ნიდერლანდების მეორე დივიზიონში 24 მატჩი ჩაატარა, მაგრამ პრობლემურმა მუხლმა ის ისევ შეაწუხა და კარიერა საბოლოოდ დაასრულა.
ლენდონ დონოვანი
დონოვანი, რომელიც ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, კარიერის დასრულების შემდეგ, მოედანზე ორჯერ დაბრუნდა.
თავდაპირველად ის ფეხბურთიდან 2014 წელს წავიდა, მაგრამ მას შედეგ, რაც მის საყვარელ „ლოს ანჯელეს გალაქსს“ ტრავმის გამო, 3 მოთამაშე მოაკლდა, კლუბმა მას დაბრუნება სთხოვა.
საბოლოოდ, დონოვანი დათანხმდა და დარჩენილ 6 თამაშში მიიღო და პლეიოფის 3 მატჩი მიიღო მონაწილეობა და 1 გოლიც გაიტანა.
1 წლის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, მან 36 წლის ასაკში, კონტრაქტი „ლეონთან“ გააფორმა. თუმცა ის მექსიკაში მხოლოდ 5 თვეს დარჩა, შემდეგ კი კარიერა საბოლოოდ დაასრულა.
არიენ რობენი
„ჩელსიში“, „რეალსა“ და „ბაიერნში“ ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, არიენ რობენმა 2019 წლის ზაფხულში განაცხადა, რომ ფეხბურთიდან მიდის. თუმცა სულ რაღაც 1 წლის შემდეგ, ის თავისი ახალგაზრდობის კლუბში - „გრონინგენში“ დაბრუნდა.
სამწუხაროდ, ნიდერლანდელის პირველი მატჩი წარუმატებელი აღმოჩნდა. თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც 28 წუთში ის ტრავმის გამო, იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. პაუზა 7 თვეს გაგრძელდა.
ვეტერანმა სეზონის ბოლოს სულ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
იენს ლემანი
აღსანიშნავია, რომ სწორედ ვოიცეხ შჩესნის ტრავმის გამო, იენს ლემანმა 13 წლის წინ კარიერა განაახლა. 2011 წელს, ის „არსენალთან“ კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა.
ლემანი სათადარიგოთა სკამზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგის მატჩის წინ, მანუელ ალმუნიამაც ტრავმა მიიღო, ლემანი იძულებული გახდა მოედანზე გასულიყო. მაშინ ის უკვე 41 წლის იყო. ეს მისი ერთადერთი თამაში იყო, რადგან კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულა.
იოჰან კრუიფი
მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერა 1978 წელს, 31 წლის ასაკში დაასრულა, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ ის იძულებული გახდა მოედანზე დაბრუნებულიყო.
ამის მიზეზი თაღლითობა გახდა, რომელშიც ის გაეხვა, რის გამოც მან ქონების დიდი ნაწილი დაკარგა.
კრუიფი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა და კარიერა „ლოს ანჯელეს აცტეკსში“ განაახლა. მან ასევე ითამაშა „დიპლომატსში“, „ლევანტეში“, „ფეიენოორდში“ და ფეხბურთიდან საბოლოოდ 37 წლის ასაკში წავიდა.