მუნდიალამდე ნიუელსში - მესი სამშობლოში ბრუნდება
ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულში ეწურება, რის გამოც მისი მომავალი გუნდის შესახებ მსოფლიოს სპორტულ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე „ელ მონგოლიკოს“ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, უკვე ყველა დარწმუნებულია, რომ ორი წლის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართ მუნდიალზე ლეო ალბისელესტეს ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარება. მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში რომ შეხვდეს კი მას ბუნებრივია საკლუბო დონეზეც სათამაშო პრაქტიკაც დასჭირდება.
სწორედ ამ დროს, მესის კონტრაქტის გაფორმება მისმა მშობლიურმა კლუბმა „ნიუელს ოლდ ბოისმა“ შესთავაზა, რომლის ახალგაზრდულ აკადემიაშიც არგენტინელი ვარსკვლავი ბარსელონაში გამგზავრებამდე, 1994-2000 წლებში ასპარეზობდა. ხელშეკრულების პირობების შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მესის არაერთხელ გამოუთქვამს საფეხბურთო კარიერის სამშობლოში დასრულების სურვილი, გამორიცხული არ არის, უკანასკნელ მუნდიალზე ერთი საკლუბო სეზონის „ნიუელსში“ გატარებას დიდი სიამოვნებით დათანხმდეს.
„ინტერ მაიამი“, რომლის მთავარი ვარსკვლავიც ლიონელ მესია, ამერიკის MLS-ის გათამაშებას XXX ტურის შემდეგ 64 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ცინცინატის“ 8 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „ელ მონგოლიკოს“, მის ანგარიშზე 14 გოლთან ერთად, 10 საგოლე პასია.