ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„სპორტზე მეტად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს წარმოადგენს“ | თოფურია კონორზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ლეგენდაზე, კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა ირლანდიელთან საჩხუბრად.

მისივე თქმით, ახლა რომ მაკგრეგორთან ბრძოლა შესთავაზონ, უარს იტყვის, იმიტომ რომ უფრო დიდი ბრძოლების გამართვა არის შესაძლებელი.

თოფურია მაკგრეგორზე:

„კონორი ის აღარაა, რომელსაც ადრე ვიცნობდით. ეს ის მაკგრეგორი არაა, რომელმაც მასები აიყოლია. ეს მაკგრეგორი უფრო წარმოადგენს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, ვიდრე სპორტს.

შთაგონებული ვიყავი მისით, როდესაც პატარა ვიყავი. ახლა მან ეს ყველაფერი დაკარგა, იმიტომ რომ უღალატა ღირებულებებს, რომლებმაც ის მწვერვალზე აიყვანა. ჩვენ კერპი დავკარგეთ“.

ილია თოფურიას MMA-ში 15 ბრძოლა აქვს გამართული და 15-ვე გამარჯვებით დაასრულა. „მატადორმა“ UFC-ის ჩემპიონის ქამარი მიმდინარე წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. „მატადორისა“ და „დალოცვილის“ საჩემპიონო ბრძოლა 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე აბუ-დაბიში გაიმართება.

რაც შეეხება კონორ მაკგრეგორს, ირლანდიელი ბოლოს ოქტაგონზე 2021 წლის ივლისში გამოჩნდა, როდესაც დასტინ პორიესთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასკრენი მაკგრეგორზე: „ის ჩამოყალიბებული ნარკომანია“
ასკრენი მაკგრეგორზე: „ის ჩამოყალიბებული ნარკომანია“