ვიქტორ ოსიმენი, ანტონიო კალიენდო
Aa
Aa

„არ ვიცი ვინ დაუშვა შეცდომა“ - ოსიმენის აგენტის კომენტარი

ნეაპოლური სპორტული მედია გასული ზაფხულის განმავლობაში ყველაზე მეტს ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით წერდა, რომლის სახელსაც პერიოდულად „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებდნენ. თუმცა, საბოლოო ჯამში 25 წლის ნიგერიელი ფორვარდი იჯარის წესით „გალათასარაიში“ აღმოჩნდა. თემასთან დაკავშირებით აფრიკელი ფეხბურთელის აგენტი ანტონიო კალიენდო კომენტარს დიდი ხნის განმავლობაში არ აკეთებდა, თუმცა ამჯერად დუმილი დაარღვია და სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას მომხდარი ამბები გაიხსენა.

რას ამბობს კალიენდო

სიმართლე გითხრათ, როდესაც პირველად „ნაპოლიში“ ოსიმენის თამაში ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ფეხბურთელი ადრე თუ გვიან 200 მილიონად გაიყიდებოდა. ასეც იყო მოსალოდნელი, მაგრამ ცალკეული კლუბების ხელმძღვანელთა ყოვლად უპასუხისმგებლო საქციელმა ჩვენი გეგმები დაამსხვრია.

როდესაც „ჩელსისა“ და პსჟ-ს ინტერესზეა საუბარია და იჯარის წესით „გალათასარაიში“ გადახვალ, ვიღაც შეცდომას უშვებს. არ ვაყენებ სტამბოლურ გუნდს შეურაცხყოფას, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე დიდი კრიტიკა მე შემხვდა. არც დე ლაურენტისს, მითუმეტეს არც მის ლონდონელ და პარიზელ კოლეგებს არავინ არაფერს დააბრალებს. არა უშავს, მე გავჩუმდები და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ვიქტორს ყველაფერი წინ აქვს.

ვიქტორ ოსიმენი რამდენიმე წლის განმავლობაში „ნაპოლის“ წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, თუმცა მისთვის გამორჩეული 2022-2023 წლების სეზონი გახლდათ, როდესაც პარტენოპეიმ სკუდეტო, ხოლო თავად სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი, რაც მოხდა“ | ჯონ ობი მიკელი ოსიმენის ტრანსფერზე
„ვიცი, რაც მოხდა“ | ჯონ ობი მიკელი ოსიმენის ტრანსფერზე