გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

„ექიმებმა მეტოქის ფეხბურთელებზე მეტი ირბინეს“ | გველესიანმა „ესტეგლალი“ გააკრიტიკა

ირანის ჩემპიონატის მე-6 ტურში თეირანის დერბი გაიმართა, რომელშიც გიორგი გველესიანის „პერსეპოლისმა“ მინიმალური ანგარიშით „ესტეგლალი“ დაამარცხა.

ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს პენალტით „პერსეპოლისის“ ცენტრალურმა მცველმა, ჰოსეინ კანაანიმ გაიტანა. მატჩის შემდეგ გველესიანი ადგილობრივ მედიას ესაუბრა და „ესტეგლალის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა.

რა თქვა გველესიანმა:

„მატჩში ბევრი პაუზა იყო, რაც თამაშის ხარისხს ყოველთვის აფუჭებს, იმიტომ რომ ხშირი პაუზები დინამიკას კლავს. „ესტეგლალის“ ფეხბურთელები გამუდმებით მოედანზე ეცემობდნენ, სტადიონი ჰოსპიტალს დაემსგავსა. ეს ძალიან ცუდია ირანული ფეხბურთისთვის.

თუ ასე გაგრძელდა, ირანული ფეხბურთი ძალიან დაზარალდება. საბედნიეროდ, მსაჯი კარგად ერკვეოდა სიტუაციებში, ხოლო VAR-ის შემოღებამ არბიტრები ზედმეტი წნეხისგან გაათავისუფლა.

დერბი ყოველთვის დაძაბულია. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. იმედი მაქვს, რომ კვლავ ჩემპიონები გავხდებით. მინდა, რომ ყოველ წელს კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

5 ტურის შემდეგ „პერსეპოლისი“ 11 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს გველესიანის გუნდი 30 სექტემბერს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე, შინ, „ფახთაქორის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც აქ კვარა, ასევე პოპულარულია გიორგი ირანში“ - გველესიანის განვლილი გზა
„როგორც აქ კვარა, ასევე პოპულარულია გიორგი ირანში“ - გველესიანის განვლილი გზა