UFC 306 ორგანიზაციის ისტორიაში რეკორდული შემოსავლის ღონისძიება გახდა
ლას-ვეგასში გამართული UFC 306, რომლის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი იყო, UFC-ს ისტორიაში რეკორდული შემოსავლის ღონისძიება გახდა. ამის შესახებ MMA FIGHTS-ი წერს.
მხოლოდ პირდაპირი ეთერის ტრანსლირებისგან მიღებულმა შემოსავალმა 22 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა რეკორდი UFC 205-ზე დამყარდა, როდესაც ორგანიზაციამ 17,7 მილიონი დოლარი მიიღო.
გარდა ამისა, UFC 306 არის ყველაზე შემოსავლიანი ღონისძიება, რომელიც Sphere-ში, მისი გახსნის შემდეგ გაიმართა. ამასთან, UFC 306-მა დენა ვაითის ორგანიზაციას რეკორდული შემოსავალი სასპონსორო გაყიდვებიდანაც მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.