მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰერბ დინი
Aa
Aa

„ზედმეტად რომანტიკული იყო“ - ჰერბ დინმა დვალიშვილის კოცნის ეპიზოდზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლის მსაჯმა, ჰერბ დინმა ქართველი და ამერიკელი მებრძოლების დროს, მეორე რაუნდის მიწურულს მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, რა დროსაც მერაბმა „შუგას“ კისერზე აკოცა.

ბრძოლის შემდეგ, სპეციალისტთა გარკვეულმა ნაწილმა ჰერბ დინი გააკრიტიკა და მიიჩნია, რომ მას მერაბისთვის ქულა უნდა დაეკლო. ამის გამო, დინმა თავი ხუმრობით გაიმართლა.

რა თქვა ჰერბ დინმა:

გეთანხმებით, რომ ეს ნამდვილად არასპორტული და შეურაცხმყოფელიც იყო. ასეთი რამ არ უნდა გააკეთო. ეს ცოტა რომანტიკული იყო, ზედმეტად რომანტიკულიც.

რაც შეეხება ტიმ უელჩის (შონ ომალის მწვრთნელი) ჩარევას, ხშირად ხდება, როდესაც მწვრთნელები ბრძოლებში გარედან ერევიან, ჩვენი მოვალეობა კი ამის გაკონტროლებაა. როდესაც ეს ზედმეტად ხდება, მათ თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლა 15 სექტემბერს, UFC Noche 306-ზე ლას ვეგასში შედგა. ამ ბრძოლაში, ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები