ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

„კარლსრუეს გოლების ფაბრიკა“ - Sky Sport ბუდუზე

გერმანული Sky Sport-ი მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუეს“ წაუგებელ სერიაზე წერს და გუნდის წარმატებაში ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 16-წლიანი პაუზის შემდეგ „კარლსრუეში“ გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაზე ოცნებობენ, რაშიც დიდი წვლილი, მთავარ მწვრთნელ კრისტიან აიხნერთან ერთად, საქართველოს ნაკრების ფორვარდსაც მიუძღვის.

რას წერს Sky Sport: 

„6 ტურის შემდეგ „კარლსრუეს“ ჯერაც არ უწვნია მარცხი და დუსელდორფის „ფორტუნასთან“ ერთად მეორე ბუნდესლიგის თანალიდერია, თუმცა სეზონის დაწყებამდე ასეთი მოლოდინი საერთოდ არავის ჰქონია. 

გასული სეზონის ბოლოს „კარლსრუე“ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა - მათ შორის ლარს შტინდლმა, ჟერომ გონდორფმა, იგორ მატანოვიჩმა და პაულ ნებელმა. პირველი ტურის მატჩში „კარლსრუე“ 0:2 აგებდა, როდესაც ასპარეზზე ბუდუ ზივზივაძე გამოჩნდა. ფორვარდმა შეატრიალა მატჩი და ამჟამად 6 ტურში 6 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

გავარდნიდან 16 წლის შემდეგ „კარლსრუე“ კვლავ ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ოცნებობს, რასაც „გოლების ფაბრიკა“ ბუდუ ზივზივაძეს და მთავარ მწვრთნელ აიხნერს უნდა უმადლოდეს.

აღსანიშნავია, რომ ნაკრებსა და კლუბში ბოლო დროინდელი გამოსვლების ფონზე Transfermarkt-მა ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ღირებულება გააორმაგა და მას ამჟამად 1,8 მილიონ ევროდ აფასებს.

ბუნდესლიგა 2-ში „კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 29 სექტემბერს სტუმრად, „კიოლნის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი აღიარება: Kicker-მა ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა
მორიგი აღიარება: Kicker-მა ზივზივაძე ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა