ლაშა დვალის აპოელმა კვიპროსის სუპერ თასი მოიგო
კვიპროსის სუპერ თასის ფინალში ლაშა დვალის „აპოელი“ „პაფოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 გაიმარჯვა.
მატჩი უცნაურად წარიმართა. პირველივე წუთზე „აპოელი“ კინგსლი სარფოს გოლით დაწინაურდა. მე-13 წუთზე კი „პაფოსს“ ცენტრალური ნახევარმცველი ვლად დრაგომირი გაუძევეს მინდვრიდან. მიუხედავად ამ კოშმარული სცენარისა, შეხვედრაში უპირატესობას მაინც „პაფოსის“ ფეხბურთელები ფლობდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „აპოელმა“ კარის მშრალად შენახვა და თასის აღმართვა მოახერხა.
რაც შეეხება ლაშა დვალს, რომელიც ძირითადის უცვლელი წევრია, ამჯერად შეხვედრაში 66-ე წუთიდან ჩაერთო.
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა და ჯამში 643 წუთი ითამაშა.
View this post on Instagram