ლიონი, გიორგი მიქაუტაძე, ოლიმპიაკოსი, პიერ საჟი
Aa
Aa

საჟი: “მიქაუტაძე მოუმატებს, იმედი მაქვს ეს მალე მოხდება“

ევროპის ლიგის პირველ ტურში ლიონი ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. მატჩის წინ, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა გიორგი მიქაუტაძის მშრალ სერიას ეხებოდა.

საჟი:

„ნებისმიერ შემთხვევაში, გიორგი მიქაუტაძე მოუმატებს და იმედი მაქვს ეს მალე მოხდება. გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგია. კარგად ვიცი, რომ ჟორჟს და ლაკაზეტის გოლები ჯერ არ გაუტანიათ, მაგრამ მოდით გადავხედოთ მათ წინა სეზონს. თავიდან გოლები ვერ გაჰქონდათ და შემდეგ ვეღარ აჩერებდნენ.“

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ლიონს მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეციდან შეუერთდა.

სამწუხაროდ, დღემდე ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო გოლის გატანა ვერ მოახერხა. თავის მხრივ, ლიონი საფრანგეთის ლიგა 1-ში ცუდად თამაშობს.

პიერ საჟის გუნდი 5 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. ცნობისთვის, ლიონისა და ოლიმპიაკოსის დაპირისპირება 26 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: იამალს შეუძლია ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს
ილია თოფურია: იამალს შეუძლია ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს