სონ ჰიონ-მინი
Aa
Aa

„რობოტები არ ვართ“ - ჰონგ-მინ სონი გადატვირთულ კალენდარზე

მიმდინარე სეზონზე გადატვირთული კალენდრის გამო, სულ უფრო მეტი ფეხბურთელი გამოთქვამს უკმაყოფილებას.

ამჯერად მატჩების რაოდენობის ზრდაზე განცხადება ამჯერად ჰონგ-მინ სონმაც გააკეთა.

„ტოტენჰემისა“ და სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ამ თემაზე ვიღაც აუცილებლად უნდა დაფიქრდეს.

„მოთამაშეები მთავარი პირები არიან, რომლებმაც რაღაც უნდა თქვან - ეჭვგარეშეა, რომ ბევრი მატჩი გვაქვს. როცა გულშემატკივარი ხარ, გინდა ხარისხიანი თამაში ნახო და არა რაც შეიძლება ბევრი მატჩი. არავის უნდა იმის ნახვა, როგორ იტანჯებიან ფეხბურთელები ტრავმის გამო.

ჩვენ რობოტები არ ვართ, ამიტომაც მატჩების რაოდენობა უნდა შემცირდეს, რათა ხარისხიანად ვითამაშოთ. ვფიქრობ, ეს მიზანი უნდა გახდეს“, - თქვა ჰონგ-მინ სონმა.

გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი დიდი ხანია, განხილვის საგანი გახდა როგორც ფეხბურთელებში, ასევე მწვრთნელებში.

მანამდე მატჩების გაზრდილი რაოდენობა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა როდრიმ და კევინ დე ბრუინიმ, „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ, „ბარსელონას“ მცველმა ჟულ კუნდემ და „რეალის“ ვიცე-კაპიტანმა, დანი კარვახალმაც გააკრიტიკეს.

გადატვირთული კალენდრის თანმდევ პრობლემაზე ისაუბრა კარლო ანჩელოტიმაც. მადრიდის „რეალის“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ეს არის მთავარი ფაქტორი იმ მრავალრიცხოვანი ტრავმის, რომელიც მის გუნდს მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თან სდევს.

„პაპა კარლომ“ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მზად არიან ხელფასები შეიმცირონ, თუ ნაკლებს ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბალანსის პოვნა გვჭირდება“ - კურტუა გადატვირთულ კალენდარზე
„ბალანსის პოვნა გვჭირდება“ - კურტუა გადატვირთულ კალენდარზე