ნაპოლი, სკოტ მაკტომინაი
Aa
Aa

“ჩემი ოცნება ნაპოლისთან ერთად ჩემპიონობაა“ - მაკტომინაის ვრცელი ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც სკოტ მაკტომინაი ნაპოლიში გადავიდა, პირველი ოფიციალური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ბევრ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

მაკტომინაი:

„როდესაც ნაპოლის ინტერესის შესახებ გავიგე, ჩემში მაშინვე აენთო ცეცხლი და იმ წამსვე გადასვლა გადავწყვიტე. გულშემატკივრები გიჟები არიან, მე ვიტყოდი, რომ ზოგიერთი საუკეთესოც კი არის, რომელიც ოდესმე მინახავს ან განმიცდია. აქაურ ხალხზე საუბარი ძალიან რთულია, ისინი განსაკუთრებულები არიან.

კონტესთან ჩემი საუბარი, რა თქმა უნდა, პირადულია, მაგრამ ყველაფერი პოზიტიური იყო. ის ძალიან მომთხოვნია, რაც ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ნამდვილად კარგია. 27 წლის გახლავართ. მე არც მოხუცად და არც ახალგაზრდად ვითვლები. უბრალოდ მინდა ვითამაშო, რაც შეიძლება კარგად.

იტალიური ფეხბურთი განსხვავებულია, ცხადია ტაქტიკურად ბევრი რამ უნდა ისწავლო, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი ფეხბურთია. თუ სწორად ვარჯიშობთ, საკუთარ თავზე ზრუნავთ და მზად ხართ ისწავლოთ, მაშინ ყველაფერს შეძლებთ. კონცენტრირებული ვარ და ყველაფერს ღიმილით ვაკეთებ.

იტალიური ადვილი არ არის, რადგან მე ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ. როცა სხვას ვუსმენ იტალიურად საუბრისას ვხვდები, რომ ისინი ჩემზე სწრაფად ლაპარაკობენ. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში უკეთესად ვისწავლე და კომუნიკაცია შედარებით ადვილი გახდა. ჩემი ოცნება ახლა ნაპოლისთან ერთად ჩემპიონობაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ შოტლანდიელი ნახევარმცველი მანჩესტერ იუნაიტედიდან 30.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატა. ამ პერიოდის განმავლობაში სკოტმა პარტენოპეის მაისური ჯერ მხოლოდ ორჯერ მოირგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომანომ დაადასტურა - ბარსელონა და შჩესნი შეთანხმდნენ
რომანომ დაადასტურა - ბარსელონა და შჩესნი შეთანხმდნენ