100 მილიონი გაამზადეს - სიტი მუსიალას უმიზნებს
ჯამალ მუსიალა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. გერმანელ სუპერვარსკვლავს ხელშეკრულება 2026 წელს ეწურება.
ამ სიტუაციით სარგებლობას კი მანჩესტერ სიტი ცდილობს. Teamtalk-ის ინფორმაციით, ქალაქელები მსუყე შეთავაზებას აპირებენ.
წყაროს ცნობით, გუარდიოლას გუნდმა ყველაზე კარგად იცის, თუ რა სურს მუსიალას და მისი კონტრაქტის დეტალებიც შესანიშნავად იციან.
თავის მხრივ, ბაიერნი საკუთარი ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
Teamtalk წერს, რომ მანჩესტერული გიგანტი 100 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, თუმცა დიდი ალბათობით, აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება და რეკორდმაისტერი გაცილებით მეტს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ბაიერნს 2019 წელს შეუერთდა, პირველ გუნდში კი 2020 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 169 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 46 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა.