„უპატივცემულობა იქნებოდა, რომ ...“ | შჩესნის პირველი კომენტარი ბარსაში გადასვლაზე
ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლის შესახებ პირველი კომენტარი Diario Sport-თან გააკეთა.
პოლონელი მეკარის თქმით, ის დიდ პატივს სცემს ბარსას ისტორიას, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
„მე ვიაზრებ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც ისინი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ აღმოჩნდნენ და ვფიქრობ, ჩემგან უპატივცემულობა იქნებოდა, რომ ეს შეთავაზება არ განმეხილა“, - განაცხადა გოლკიპერმა.
მანამდე გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „ბარსელონასა“ და პოლონელს შორის შეთანხმება შედგა. მისივე ინფორმაციით, გაფორმდება 1-წლიანი კონტრაქტი.
როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ამის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
ასევე შეგახსენებთ, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, ჰანსი ფლიკის გუნდს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელის დამატება შეეძლო, რომელიც თავისუფალი აგენტია, ან კარიერა აქვს დასრულებული.
შჩესნიმ კარიერა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა. მედიის ინფორმაციით, „ბარსაში“ გადასვლის შემთხვევაში, მან „იუვენტუსს“ 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.