ილია თოფურია, ლამინე იამალი
Aa
Aa

ილია თოფურია: იამალს შეუძლია ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ფეხბურთის მოყვარულია და მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია.

ამის მიუხედავად, ის ამბობს, რომ „ბარსელონას“ რამდენიმე ფეხბურთელი მოსწონს, განსაკუთრებით კი ლამინე იამალი.

ქართველი მებრძოლის თქმით, ის ჯადოსნურ რაღაცებს აკეთებს.

„ეჭვი არ მეპარება, რომ იამალი ასე გააგრძელებს, რადგან ფეხბურთით ძალიან გატაცებულია. საუკეთესოს ვუსურვებ და მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს და ჩემპიონთა წიგნში შევიდეს“, - თქვა თოფურიამ.

მანამდე „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა განაცხადა, რომ იამალს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

ლამინე იამალი ზაფხულში ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. „ბარსელონას“ მაისურით მას 67 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იამალის ოჯახს ემუქრებიან - ფეხბურთელის ბებიის განცხადება
იამალის ოჯახს ემუქრებიან - ფეხბურთელის ბებიის განცხადება