რომანომ დაადასტურა - ბარსელონა და შჩესნი შეთანხმდნენ
როგორც მოგეხსენებათ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ამის გამო დარჩენილ სეზონს გამოტოვებს.
ტრავმის მიღების შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა ახალი მეკარის ძიება დაიწყო. აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ვოისეხ შჩესნიზე, რომელმაც კარიერა სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბარსელონასა და პოლონელს მეკარეს შორის შეთანხმება შედგა. გაფორმდება 1-წლიანი კონტრაქტი.
შჩესნი შეთავაზებას დათანხმდა და სამედიცინო შემოწმებას ესპანეთში რამდენიმე დღეში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ ბლაუგრანას შჩესნის გარდა კეილორ ნავასიც დაუკავშირეს, თუმცა ბარსამ არჩევანი პოლონელზე გააკეთა.
ასევე შეგახსენებთ, იმის გამო, რომ სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, ჰანსი ფლიკის გუნდს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელის დამატება შეეძლო, რომელიც თავისუფალი აგენტია, ან კარიერა აქვს დასრულებული.